tbilisuri moda&msoplio moda



მოდის კვირეულებისა და ქართველი დიზაინერების მაღაზიების მომრავლება იმის ნიშანია, რომ პროცესი ქართული მოდის ინდუსტრიაშიც დაიძრა. თუმცა, ის, რომ მცირე ზომის ქართულ ბაზარზე ორ-ორი მოდის კვირეული იმართება, ამ სფეროს უფრო კომიკურს ხდის, ვიდრე - სერიოზულს.

„მერე მიდის ლაპარაკი: ის იმასთან არის, ეს ამასთან არის. იქნებ, დავთმოთ ამბიციები და გავერთიანდეთ?"- აღნიშნავს დალი ჩიტალაძე.

"თუ ნიუ-იორკის მოდის კვირეული იტევს 238 დიზაინერის კოლექციის ჩვენებას, ვფიქრობ, თბილისის მოდის კვირეულმაც უნდა მოახერხოს 40-მდე დიზაინერის დატევა", - ფიქრობს თამარ ალავიძე.

თუმცა კვირეულები გაერთიანებას არ აპირებენ. შესაბამისად, გაზაფხული-ზაფხულის კოლექციებსაც, წესით, მარტიდან ისევ ორ-ორჯერ ვნახავთ.

ორივე ჯგუფი ქართული მოდის განვითარებას ისახავს მიზნად.

"ჩვენი პრიორიტეტია არა შოუ, არამედ ქართული მოდის ბრენდისა და მეტიც - ქართული მოდის ინდუსტრიის შექმნა", - განმარტავს საქართველოს მოდის კვირეულის ერთ-ერთი ავტორი, მაკა მეტრეველი.

თბილისის მოდის კვირეულის ორგანიზატორი, სოფო მამარდაშვილიც ფიქრობს, რომ მნიშვნელოვანია Made In Georgia ცნობილ და პრესტიჟულ იარლიყად ჩამოყალიბდეს. საერთოდ, ყოველ დღე მაოცებს თბილისის მოდა… ერთი მხრივ კარგია ის, რომ ვცდილობთ ფეხდაფეხ ავყვეთ დანარჩენი მსოფლიოს რიტმს და არ ჩამოვრჩეთ ევროპელებს (მხოლოდ ჩაცმის სტილს ვგულისხმობ და იმასაც ნაწილობრივ)… რასაკვირველია, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ და ვთვლი, რომ “წინგადადგმული ნაბიჯია” ის, რომ პარიზში და ჩვენთან – შორეულ კავკასიაში, თითქმის ერთდროულად დაიკიდეს “შანელის” ჩანთები, ერთად ჩაიცვეს ბენსიმონები, ტყავის ქურთუკები და სხვა… მაგრამ არის ერთი პატარა ნიუანსი, რომელიც ვფიქრობ, გასათვალისწინებელია: საქმე ის არის, რომ ჩვენი მშობლიური თბილისი გაცილებით უფრო პატარა ქალაქია ვიდრე ვთქვათ – პარიზი და აქ ბევრად უფრო თვალშისაცემია “ერთნაირი ხალხი” უფრო სწორად, ერთნაირი სტილის ხალხი და “შანელის” ჩანთებს რას ვჩივი, ამ ზოლების გადამკიდე ხანდახან თავი პატიმრების გარემოცვაში მგონია.

ზემოთ ვწერდი თბილისის მოდა მაოცებს მეთქი და თუ რატომ – არ მითქვამს… არ ვიცი მარტო მე ვაკვირდები ამას თუ თქვენც შეგხვედრიათ ქუჩაში ბევრი “ნინი ბადურაშვილი”… ან პოსტერებზე გაკრული “შორენა ბეგაშვილი”… რომელიც ვგონებ მარიო ჩიმაროს შეყვარებულს უფრო გავს ვიდრე შორენას… მოკლედ, ცოტა ხნის წინ თბილისში ნინი ბადურაშვილობა იყო მოდაში (ნახევარ ქალაქს თმა მისნარად ქონდა დავარცხნილი) და ახლა შორენობამ იმატა. ყველაზე ცუდი ის არის, რომ თბილისელი გოგოები იმდენს ვერ ხვდებიან, რომ ის რაც ბადურაშვილს უხდება მრგვალსახიან, დაბალ და ცოტა პუტკუნა გოგოსაც არ მოუხდება… ვერც ის ყველასათვის ცნობილი ქალბატონი (უზარმაზარი პოსტერებიდან რომ გადმოგვყურებს) ვერ ხვდება, რომ “შორენას სტილი” მისი არ არის…
მოდა ის კი არ არის, რაც ყველას აცვია, მოდა ისაა რაც გიხდება. ეს ფრაზა ზედმეტად გაცვეთილია, მაგრამ მაინც გასათვალისწინებელი
ასე რომ შეგვიძლია ვთქვათ რომ საქართველოს მოდა ყოველთვის სათავეს მსოპლიო მოდისგან იღებს. რადგან მსოპლიოში მომხდარი მოდის მხრივ ცვლილებები ყოველთვის ექცევა ყურადგების ცენტრში.
wyaro:

No comments:

Post a Comment