RA ARIS MODASHI 2011-2012 WLEBSHI?!

                                     RA ARIS MODASHI 2011-2012 WLEBSHI?!
დიზაინერებს მეტ ნაკლებად იდეები ამოეწურათ,მთლად ახალს ვერაფერს ვეღარ ვგთავაზობენ,რაც კი რამე შეიძლება თითქოს უკვე მოგონილ-შეკერილ-ჩაცმულიაო!მაგრამ როგორც იტყვიან ”ახალი– კარგად დავიწყებული ძველია”-ო–და ხშირად ისევ წინა წლების ტრენდებს და სტილს იხსენებენ .ეხლაც, გადახედეს 70-ანი წლების მოდას და იქ იპოვეს შთაგონება!ამიტომაც 2011 წლის მოდა გვევლინება 70-იანების სტილის გამოძახილად.შეტანილია რღაც ცვლილებები ,მაგრამ სტილი შენარჩუნებულია.
     მოდაში იყო:მაღალწელიანი ფართოტოტიანი შარვლები წელზე ქამრით;
*ლამაზ საყელოიანი ბლუზები,გართო სახელოებით,უმეტესად აბრეშუმის ან სატინნის;
*ყელიანი სვიტერები ჩტანებული შარვალში ან ბოლოკაბაში,უფრო მეტი ეფექტისთვის გაიკეთეთ ზემოდან დიდი სამკაული ან შემოიცვით ჟილეტი;
*leotard-ები,ანუ ტრუსის მაგვარი შორტები
*ჭრელი კომბინიზონი,ყველანაირი სიგრძის,jumpsuit-ს რომ უწოდებენ;
 

2011 წელს ასევე აქტუალური იყო:
1)კოქტეილის კაბები:
2)კომბინიზონები:

3)ზაფხულის დასაწყისში ძალიან აქტუალური იყო Ray Ban…: 



2012 

ზამთარი:ზამთარში თბილი და მოხერხებული სამოსის გარეშე ფონს ვერ გავალთ. არც დიზაინერები ივიწყებენ ამის შესახებ და უკვე მრავალი სეზონია, რაც ზამთრის კოლექციის შექმნისას მთავარ საკითხად რჩება სითბო და კომფორტი.

ყოველთვის, როცა ზამთრის სეზონის სამოსს ვირჩევთ, უნდა გვახსოვდეს, რომ ის ლამაზი, სექსუალური, თბილი და ამავე დროს ძალიან მოხერხებული უნდა იყოს. აქედან გამომდინარე, თუ ზამთრის სამოსი კარგად იქნება შერჩეული, მაშინ ის თქვენ მაქსიმალურად დაგიცავთ სიცივისაგან და შეავსებს ამ სეზონს ახალი შეფერილობითა და ემოციებით.
წლის ამ დროს ყველაზე მეტად უხდება ბეწვი. ზამთარი და ბეწვი ხომ ერთმანეთისაგან განუყოფელი მცნებებია. წელს ბეწვი იქნება მოდაში არამარტო როგორც ძირითადი სამოსის - ქურქების სახით, ასევე მოსასხამების, უსახელო ჟილეტების, საყელოებისა და სამოსის გასაფორმებლად.უნდა აღინიშნოს რომ 2012 წელს ასევე აქტუალური იქნება მოქსოვილი პალტოები, რომლებიც ეთნიკური ელემენტებით იქნება შემკული; ასევე პალტოები ოვალური სილუეტით და მოკლე და გრძელი ქურთუკები.პალტო კვლავ მოდაშია, მისი სტილი კი მრავალფეროვანი, რომელიც დამოკიდებულია უფრო მისი მფლობელის ფინანსურ შესაძლებლობებზე.2012 წელს ყველაზე მოდური ფერები იქნება ხაკისფერი, ზურმუხტის ფერი, მუქი ლურჯი, მუქი წითელი, ლალისფერი და ასევე შეუცვლელი შავი და თეთრი. როგორც თავად კოკო შანელი ამბობდა: "შავი - ეს უნივერსალური ფერია, რადგან ის ყველა ფერს შეიცავს".


გაზაფხული:წელს დიდი ზამთრის შემდეგ ბევრად უფრო მძაფრია გაზაფხულის მოლოდინი, ვიდრე შარშან, ან შარშანწინ. თითქოს ეს მოდის სახლებმაც იგრძნეს და თავის სასარგებლოდ გამოიყენესო, მსოფლიოს მოდის სახლების გავლენით 2011 წლის გაზაფხული პასტელის ფერებით ააჭრელეს
გაზაფხულზე აქტუალური იქნება:
1)მაღალწელიანი კაბები

2)გრძელი პიჯაკები:
3)მაღალწელიანი შარვლები:



No comments:

Post a Comment