მოდის ისტორია

მოდის ისტორია ისეთივე ძველია როგორც ჩაცმულობის. ტანსაცმელი, ბუნებისგან თავდასაცავად, ჯერ კიდევ, პირველყოფილმა ადამიანმა, «გამოიგონა»... დროთა განმავლობაში კი, კაცობრიობამ, სამოსის ესთეტიურ ფორმებზე ზრუნვაც დაიწყო...

სირცხვილის გრძნობით და გაბატონებული მორალური კოდექსებით აიხსნება ის, რომ ადამიანი სიშიშვლის დაფარვას უძველესი დროიდან ცდილობდა, თუმცა, ტანსაცმელი სხეულის საფართან ერთად, ოდითგანვე, სიმბოლურ მნიშვნელობასაც ატარებდა. თავის დროზე, ამულეტსაც კი ტანისამოსად მოიაზრებდნენ. ის შიშველ, უსუსურ ადამიანისა და სამყაროს შორის ხიდად გვევლინებოდა. ზოგიერთი ტანისამოსის სიმბოლური მნიშვნელობა, შუა საუკუნეების გილდიებისა და ესპანელი მონახების მკაცრი წესების ნათელ მაგალითებს წარმოგვიდგენს. საფრანგეთის რევოლუციის დროს, არისტოკრატთა თავებს, გილიოტინაზე, პარიკებიანად ჭრიდნენ. იმ დროიდან, პარიკის არ ქონა ისეთივე აუცილებელი იყო, როგორც დღეს ახალგაზრდობის გარკვეულ წრეებში ჯინსის ტარება.

სად იყო და არის მოდის ცენტრი? რა თქმა უნდა, არა ყველგან...



-ალბათ, პარიზში! გვიპასუხებთ... - თუმცა, მოდა სენის ნაპირზე ნამდვილად არ დაბადებულა... იქ მოხვედრამდე მან იტალია, ესპანეთი მოგვიანებით კი ინგლისი გადასერა... აღსანიშნავია, რომ, მოდას, ოდითგანვე, პოლიტიკასთან ჰქონდა კავშირი.. იტალიის წვლილი, მოდის ისტორიის განვითარებაში, რენესანსის ეპოქაზე, ქალაქებისა და სახელმწიფოების აყვავების ხანაზე მოდის. სათავეში ვენეცია და ფლორენცია იყო - ორივე მნიშვნელოვანი პუნქტი, აღმოსავლეთის ქვეყნებთან შემოსავლიანი ვაჭრობისთვის. XIII საუკუნიდან მოყოლებული, იტალიაში, უკვე ძვირფას აბრეშუმის ნაჭერს ამზადებდნენ, მილანში კი ბარხატის წარმოება ვითარდებოდა... მოდის ცენტრად, როგორც წესი, იმ ქალაქსა თუ ქვეყანას თვლიდნენ, სადაც ძვირფასი ქსოვილი იწარმოებოდა. ამის მაგალითია, აბრეშუმის ქალაქი ლიონი და მისი პირდაპირი კავშირი ფრანგული მოდის მეფობასთან.

    XIII საუკუნიდან მოყოლებული, პარიზისთვის, მოდის სფეროში, ახალი კონკურენტი - ლონდონი, გაჩნდა... კონკურენცია იმდენად ძლიერი იყო, რომ, ერთ-ერთი გერმანელი მწერლის, 1768 წელს გაკეთებულ ჩანაწერში ვაწყდებით ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ანგლომანიით «შეპყრობილი», ყველაზე მეტად, სწორედ, პარიზი ყოფილა... ამ ვითარებას, როგორც ჩანს, ორი ქალაქის გეოგრაფიული მდებარეობაც უწყობდა ხელს. ინგლისური მოდის ტენდენციები მთელ ევროპასაც მოედო. სპორტული პალტო და სამოსი წვიმიანი ამინდისთვის, მაგალითად, იყო და რჩება ბრიტანულ «კუთვნილებად» მოდაში. თუმცა, პარიზი მაინც მოდის ცენტრია.

XX საუკუნის ორი ყველაზე ცნობილი მოდელიორი - მადამ სკაპარელი და ნინა რიჩი, იყვნენ იტალიელები, მაგრამ იტალიელები პარიზში. XIX საუკუნის ორი წარმატებული ინგლისელი მოდელიორი ვორტ და რედფერიც, იყვნენ «ინგლისელები პარიზში»... როგორც 1865 წელს, ჟურნალი Mo-denwelt წერდა, პარიზი იყო «მოდის რეზიდენცია, საიდანაც მბრძანებელი ქალბატონი აგზავნიდა თავის მითითებებს».. 

    ვის უნდა ვუმადლოდეთ იმას, რომ დღეს მოდა საერთოდ არსებობს?!


                                 


რა თქმა უნდა…

„მეფე-მზე“ ლუდოვიკო მეთოთხმეტეს. იმ დროს საფრანგეთში ოქროს ხანა იყო – დიდებული ცერემონიები, ყოველდღიური ზეიმები და მეჯლისები, ფუფუნება და ზრუნვა ახალ ტანსაცმელზე. ლუდოვიკო მეთოთხმეტეს დაწყებული საქმე მარია-ანტუანეტამ განაგრძო“, რომელიც საფრანგეთში ავსტრიიდან ჩამოვიდა და გადაწყვიტა, თავისი ჩაცმულობით ყველა გაეკვირვებინა. დედოფლისთვის ახალ-ახალ კაბებს კარის მკერავი როზა ბერტენი ქმნიდა, რომელსაც მოგვიანებით „მოდის მინისტრის“ ტიტული მიანიჭეს. სწორედ როზა ბერტენის ქმნილებაა სახელგანთქმული კრინოლინი. ასევე, წარმოუდგენელი სიმაღლის და „არქიტექტურის“ ვარცხნილობები, რომელშიც მარტო ყვავილებს კი არა, არამედ ბაფთებს, ლენტებს, ძვირფასეულობას, მინიატურულ ხომალდებს და წისქვილსაც კი იპოვიდით. ბერტენის შემდეგ დაიწყო ის ეპოქა, როცა მკერავები უბრალოდ მკერავები კი არ იყვნენ, არამედ ნელ-ნელა „კუტიურიეებად“ იქცნენ. მაგალითად, მადამ ბერტენის შეკერილი კაბა იმაზე ოცჯერ მეტი ღირდა, ვიდრე იმდროინდელი მკერავის წლიური შემოსავალი.


     მაღალი მოდის“ ნამდვილი მამა, ინგლისელი ჩარლზ ფრედერიკ ვორტი იყო, რომელმაც ოცი წლის ასაკში გადაწყვიტა, დაეპყრო ქალბატონების გულები. 1858 წელს მან საკუთარი სახელოსნო გახსნა. ბიზნესში ცოლი ეხმარებოდა. ის მოდის სამყაროში პირველ მოდელად იქცა. არასტანდარტული მოდელებითა და ტანსაცმლის სტილით ვორტმა მალე გაითქვა სახელი. ის საფრანგეთის საიმპერატორო კარის მთავარ დიზაინერად იქცა. იმპერატრიცა, ნაპოლეონ მესამის მეუღლე მხოლოდ მის შეკერილ კოსტიუმებს იცვამდა. მალე მოდის მიმდევარი ყველა ფრანგი ქალი ოცნებობდა, ვორტთან ჩაეცვა. ვორტი პირველი იყო, ვინც კოლექციების შექმნა დაიწყო, თანაც პირველმა დაყო ის სეზონების მიხედვით. 1868 წელს ვორტმა დააარსა პირველი სინდიკატი „მაღალი მოდის სახლების პალატა“, რომელიც დღემდე არსებობს








No comments:

Post a Comment